“გირჩს ამჯერად მეც ვეთანხმები და როგორც იქნა ამდენი წლის მანძილზე რაღაცაში დაემთხვა ჩვენი შეხედულებები” – ზვიად ტომარაძე:

– “მომავალ არჩევნებში გირჩი კიდევ უფრო მეტ ხმას მიიღებს და იცით რატომ? იმიტომ რომ სწორად მიჰყავს საქმე. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვეთანხმები თუ არა გირჩის იდეოლოგიას, სიმართლე უნდა ვთქვათ! როდესაც ხალხს პლანის მოწევის გამო იჭერდნენ, აშარდვინებდნენ და ციხეში სვავდნენ, გირჩმა მათი უფლებების დაცვა ითავა და წარმატებასაც (რა თქმა უნდა ფინანსური და სხვა დახმარებაც ჰქონდათ) მიაღწია. როდესაც ჯარში წვევამდელებს იწვევდნენ და სულ სხვა მიზნებისთვის, არასამხედრო ობიექტებზე ყარაულად ამწესებდნენ, გირჩმა მათი უფლებების დაცვაც ითავა და აქაც წარმატებას მიაღწია. შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის იმას არა აქვს მნიშვნელობა, რომ პრობლემა უარესი პრობლემის გაჩენით მოაგვარა… როდესაც ტაქსისტებს პრობლემა შეექმნათ, შმაქსი გამოიგონა და მათაც დაეხმარა. ამჯერად ერთადერთი პარტიაა რომელიც ხელისუფლების უაზრო შეზღუდვებსა და რეგულაციებს აპროტესტებს, გირჩს ამჯერად მეც ვეთანხმები და როგორც იქნა ამდენი წლის მანძილზე რაღაცაში დაემთხვა ჩვენი შეხედულებები:))”

– წერს “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე.

კომენტარები