“გლდანის ოლქის ყველა ოქმს გაგატარებთ ქალბატონო ინგა და თქვენ თუ იქ ნახავთ ნიკა მელიას პირველ ტურში გამარჯვებას, ქვეყანას დავტოვებ (სამსახურს და სხვას აღარც ვახსენებ)”-ბექა მიქაუტაძე:

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს-

 

“თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა!
მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივს გცემთ. მიუხედავათ იმისა, რომ გაღიარებთ როგორც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, მაინც გეტყვით: თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა და ამას აკეთებთ სრულიად შეგნებულად.
დღეს თქვენს საავტორო გადაცემაში თქვენ თქვით დიდი ტყუილი: ნიკა მელიამ არჩევნები მოიგო და თურმე მოგება წაართვეს. გლდანის ოლქის ყველა ოქმს გაგატარებთ ქალბატონო ინგა და თქვენ თუ იქ ნახავთ ნიკა მელიას პირველ ტურში გამარჯვებას, ქვეყანას დავტოვებ (სამსახურს და სხვას აღარც ვახსენებ).
რაც შეეხება დისბალანს: ვინც არჩევნები იცის, იმან ისიც იცის, რომ თუ ბიულეტინების მეტობა გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოხდა გარკვეული ტიპის მანიპულაციები და აქ შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის დასმა.
თუმცა, გლდანის ოლქში არც ერთ უბანში არ დაფიქსირებულა ბიულეტინების მეტობა.
ისე, ამასაც გეტყვით: თუ არჩევნების გაყალბება გინდა და სიცრუით რაიმეს გაკეთება, მინიმუმ იმას მაინც უზრუნველყოფ, რომ პირველ ტურში შენი რჩეული იყოს პირველი და არა შენი კონკურენტი. არც ერთი ციფრი, არც ერთი ხმა არ დაკლებია არც მელიას და არც სხვა კანდიდატს. გლდანის ოქმებში ასახულია ყველა გლდანელი ამომრჩევლის რეალური ნება.
დღეს თქვენ ჟურნალისტი არ იყავით, თქვენ იყავით მხარე, თანაც ისეთი მხარე, ვისაც ობიექტური გარემოებები საერთოდ არ აინტერესებს.
შევხვდებით მეორე ტურში.”-წერს ბექა მიქაუტაძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები