გლდანის N8 დაწესებულებაში, გიორგი რურუას პატიმრების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კითხავენ

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გიორგი რურუაზე პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

წყარო: “palitranews.ge”.

კომენტარები