გლდანში ახლად რეაბილიტირებული პარკი იხსნება

გლდანში ახლად რეაბილიტირებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის – სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია, ახალი ხე-ნარგავებით. ასე რომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები