გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს:
გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოებიდან გამომდინარე, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე,
ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე)
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება,ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის
მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის
შენობის მიმართულებით.
დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33
ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი
ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ
მობრუნდებიან.
N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც
ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.
N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების
ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს.