„გმირად გამოაცხადეს, ფული შეუგროვეს. ჩემთვის სულ ერთია, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში“- მეუფე საბა ივერი მელაშვილს

-„ვიღაც ბერები და ერის კაცები კელიებში პოზირებას, რომ დაიწყებენო და ამით გაანაწყენებენ ჩვენს მოძმე სახელმწიფოსო, ამით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთო. ამ ადამიანებს ტაში დაუკრეს იმ პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა, ჟურნალისტებმა, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ.

გმირად გამოაცხადეს, ფული შეუგროვეს. ჩემთვის სულ ერთია, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში. ნულია ფასი. იმიტომ, რომ კაცმა თქვა, – დავით გარეჯი ჩვენი არ არის და ვერც ვერასდროს მიიღებთ. მაშინ, ვინ იყვნენ გარეჯელი ბერები?“, – განაცხადა მეუფე საბამ ივერი მელაშვილის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები