გმირმა ჰასკიმ ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ეს ამბავი ტაბახმელაში, 10 ივლისს მოხდა. 5 წლის ბავშვი ეზოში თამაშობდა, როცა მას გიუეზა დაესხა თავს. ძაღლმა გველის თავდასხმა აგრესია თავის თავზე აიღო და გიურზას შეებრძოლა. ბავშვი გადარჩა, მაგრამ გველმა დაუნდობლად დაკბინა ძაღლი, რომელიც პატრონმა სასწრაფოდ, კლინიკაში გააქანა. საბედნიეროდ, ძაღლიც გადაურჩა აშკარა სიკვდილს.
ვახტანგ ლომჯარია, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი:
– მისი (ძაღლის) მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ბავშვი რომ ეზოში ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“

კომენტარები