გოგა ხაინდრავა: „თავის დროზე ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი რურუა, აშშ-მა გადმოსცა საქართველოს“

-„თავის დროზე ინტერპოლის მიერ ძებნილი ჟორიკა (გიორგი) რურუა, გატაცება-გამოძალვისა და მკვლელობის საქმეებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აშშ-მა გადმოსცა საქართველოს

იყო ორი საქმე, ერთი იყო, ასე ვთქვათ, გატაცება და გამოძალვა, მეორე საქმე ეხებოდა მკვლელობას. ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში. ამ საქმეებით გადმოსცეს ის საქართველოს. როგორ გგონიათ, საქართველოში ვიცით, რას წარმოადგენს ჟორიკა (გიორგი) რურუა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ, ან სხვა დაზვერვამ არ იცის?! ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, დღეს მსოფლიოში დემოკრატიას ასეთი სახე აქვს და დემოკრატიის ასეთი სახადი გვაქვს, რადგან ამის ალტერნატივა არის ავტორიტარიზმი, ეს ორი სისტემა არსებობს და არც ერთია კარგი“ – განაცხადა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“.

კომენტარები