გოგი წულაიას მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია – გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოპერაცია ჩაუტარდება.

-„გოგი წულაია ამჟამად გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება. დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. პაციენტს, ოპერაცია ორჯერ აქვს გაკეთებული. გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკშია. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, მას ესაჭიროება შუნტირება. შედგება კონსილიუმი, გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება“, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს.

კომენტარები