გოგონას გატაცების ბრალდებით 28 და 29 წლის მამაკაცები დააკავეს

გოგონას გატაცების ბრალდებით 28 და 29 წლის მამაკაცები დააკავეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად გარდაბნის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, მოიტაცა 19 წლის გოგონა.

გოგონამ სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას გაქცევა შეძლო. მამაკაცები მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები