გოგონა კაქტუსით დოჩანაშვილის დაკრძალვიდან – „და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი -ეკლიანი და ეკლებიანი“

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელ­დბა ფოტო, – გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან მდგო­მი გო­გო­ნა.

ფო­ტო­ზე წარწერაა:

„გო­გო­ნა ბო­ლომ­დე იდგა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან, ძვირ­ფას დროს ელო­დე­ბო­და – ხალ­ხი რო­დის წა­ვი­დო­და, ხელ­ში კი, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე ეჭი­რა, რო­მე­ლიც ათას ყვა­ვილ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო.”

გვან­ცა მხე­ი­ძე ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­ვი­და მწერ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად.

გვან­ცა მხე­ი­ძე სოციალურ ქსელში წერს:
-„პირველ რიგში, მადლობა თეკლეს, ამ მშვენიერი ფოტოსთვის. დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად. თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით. „და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი -ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”
და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა – თეკლემ და Demetre Samkharadze-მ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, ‘შოოორეული’ დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ… ????????
მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის – სიყვარულის უცნაური მცენარის – მეშვეობით“.
82 წლის ასაკ­ში დიდი ქარ­თვე­ლი მწერალი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 3 აპრილს გარ­და­იც­ვალა.

6 აპ­რილს, სა­კუ­თა­რი ან­დერ­ძის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, შვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

 

ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“

კომენტარები