გოდერძის ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძის ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.
ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.
სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები