გომბორის ტყეში მგზავრმა კუბო იპოვა

სოციალური ქსელის მომხმარებელმა დავით მოსიაშვილმა გომბორის ტყეში კუბო იპოვა.

-„გომბორის უღელტეხილი ყველა დროს ხომ ლამაზია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, შემოდგომას მოუხატავს თავის ფერებით და მგზავრობისას თვალებს გითბობს, აი ისე Eric Clapton-ის Autmn Leaves -ს ძალათი რომ ჩაგართვევინებს.

გზაზე მრავლადაა ნიშნები ტექსტით ,,გაუფრთხილდი გარემოს” ,ნუ დააბინძურებ შენს ქვეყანას” და მსგავსები…

როდესაც ვმგზავრობ ე.წ. ,,სტოპზე” სულ ვაჩერებ, ვიცნობ ახალ ადამიანებს, ვსაუბრობ და მგზავრობას ეს უფრო სახალისოს ხდის, ხო და ერთი სტუდენტი დავიმგზავრე

ჩემი წინა სასაფლაოს ისტორიაც ხომ გახსოვთ და მოკლედ დავიწყე:

მოვდივართ , ვსაუბრობთ, ვაჩერებ გზად ფოტოებისთვის და თითქმის გამოვიარეთ გომბორის გზა, ეკლესიას გავცდით ,ბოლოჯერ შევჩერდი ხედის გამო ესეც და მორჩა თქო და ოპააა!

ცენტრალური გზიდან დაახლოვებით 40-50 მეტრი ტყეში შესვლა მომიწია, მივდივარ თავისუფლად, გარემო ულამაზესი, სიჩუმე- სიჩუმეს მხოლოდ ხიდან ჩამოვარდნილი მორიგი ყვითელი ფოთლის შრიალი თუ არღვევს.

ყველაფერი რომ მე, მაგასაც შევეჩვიე.

ხო და არც მეტი არც ნაკლები, ჩემს წინ გაჩნდა, მიცვალებულის სასახლე, კუბო, ოთხი ფიცარი თუ როგორც ქვია თავისი შეკაზმულობით …

პირველი რეაქცია ფოტო აპარატის ჩართვა იყო, შემდეგ მგზავრის დაძახება, საშინელი შეგრძნება და შემდეგ უკვე ის რასაც ფოტოებზე ხედავთ.

შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ესეც კი გაულამაზებია მაგრამ.

სად აგდებ რომ აგდებ? თან ლითონისასარაბიოდეგრადირებადს?

ცოტა შორს მაინც წაიღე, ან ნაგვის ურნასთან დადე, ან ნაგვის მანქანაზე.

დარწმუნებული ვარ ბუნების სადღეგრძელოს დიდი ყანწით სვამ და შენი ჭიშკრის წინ არსებულ ნაგავზე მთავრობას ლანძღავ.

ან იმ მიცვალებულმა რა დაგიშავა სახლი რომ ასე დაუგდე… პ.ს. ვინც ჩათვლით რომ ეს რა გადასაღები იყო, გადაიღო კი არა შიგ უნდა ჩააწვინო ამის აქ დამდები. ალბათ შემდეგ ისტორიაში მკვდარი შემხვდება პირადად“,- წერს დავით მოსიაშვილი.

კომენტარები