გომისმთაზე  24 წლის ბიჭი გაიყინა – ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება – მაშველები დანიშნულების ადგილისკენ ფეხით გადაადგილდებიან

გომისმთაზე  24 წლის ბიჭი გაიყინა,  ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.

-„შემოსულია შეტყობინება რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რში.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბოხვაურიდან გუშინ გომისმთის მიმართულებით ოთხი ახალგაზრდა ფეხით წასულა, თოვა და ქარბუქი ამოვარდა, ვეღარ გაუგრძელებიათ გზა, ერთი გაიყინა, ორი მძიმე მდგომარეობაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„ გომის მთაზე მყოფი სამი პირის დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება.

მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას“.

კომენტარები