„გონება ერთგვარი სივრცეა, ადგილია, თუ მას ღმერთი არ დაეუფლა, მაშინ მტერი დაიპყრობს. შეუძლებელია ეს ადგილი ცარიელი“

„გონება ერთგვარი სივრცეა, ადგილია, თუ მას ღმერთი არ დაეუფლა, მაშინ მტერი დაიპყრობს.

შეუძლებელია ეს ადგილი ცარიელი დარჩეს – არც ღმერთი იყოს იქ და – არც ბოროტება; ცოდვა, საცდური, განსაცდელი ან სხვა დემონური მოქმედება.
გონება მომუშავე წისქვილივითაა, ადამიანი რასაც ჩაყრის ძაბრში, რომელიც ქვემოთ, წისქვილის ქვებისკენაა მიმართული, ისეთ ფქვილს მიიღებს. თუ ხორბალს ჩაყრი, პურის ფქვილს მიიღებ. ეკლებს ჩაყრი? ეკლების ფქვილს მიიღებ, რომელიც საზიანო და მავნეა.

წისქვილი განუწყვეტლივ ბრუნავს. ადამიანის გონებაც წისქვილივით გამუდმებით მუშაობს. გინდა, რომ კარგი ნაწარმი მიიღო? წისქვილში კარგი ნედლეული ჩაყარე; ლმობიერების, სინანულის, სიხარულის. სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვა. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი გონების წისქვილს ცოდვის აზრებს მიაწოდებს, შედეგი უსათუოდ ცოდვა იქნება.

ყოველთვის ვეცადოთ, რომ გონება მაცხოვნებელი ფიქრებით, სულისთვის სასარგებლო სურათებით დავაკავოთ, არ დავუტოვოთ ეშმაკს ადგილი, იქ , თავისი ცოდვიანი აზრებისა და წარმოსახვების ჩასაყრელად!

ასე რომ ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, როგორ მასალას მისცემს გონებას და ეს ნება-სურვილი ან საქებარი გახდება – ან გასაკიცხი“.

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ფილოთეველი)

კომენტარები