„გონიერი ლოცვა ეს არ არის მხოლოდ დაჯდე ღამით და თქვა – უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე, მთელი ცხოვრებაა ეს, რომელიც შეესაბამება ამ ლოცვას“-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„გონიერი ლოცვა ეს არ არის მხოლოდ დაჯდე ღამით და თქვა – უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე,
მთელი ცხოვრებაა ეს, რომელიც შეესაბამება ამ ლოცვას.
გესმით? მთელი ცხოვრება.
თუ ამას არ გავაკეთებთ, უძღები შვილის ეს ლამაზი იგავი, ლამაზ იგავად დარჩება და ჩვენში არაფერი შეიცვლება,
ჩვენ ვიქნებით გარეგნულად მაზიარებელი ადამინები, მაგრამ შინაგანად მკვდარნი,
ამიტომ ვერ გვექნება შეგრძნება და განცდა,
რომ მამის სახლში ვიმყოფებით უკვე ჩვენ, უკვე.
ჩვენ ზეციური მამის შვილები ვართ.
ადრეც გითხარით,
ჩვენ უფლისწულები ვართ,
ღვთის შვილები ვართ.
ჩვენ უნდა ვანათებდეთ ბედნიერებისაგან,
სიხარულისაგან,
როგორ შეიძლება ღმერთის შვილს არ უხაროდეს რომ ღმერთის შვილია?
როგორ შეიძლება არ ემსგავსებოდე მას – ღმერთს და არ ანათებდე გარშემო ?
რამდენი ქრისტიანი ვართ
რომ მარილი ვართ?
რომ საფუარი ვართ?
უხარისხო მარილი ვართ, უხარისო საფუარი ვართ;
მაგრამ ვერავის ვერ მოვთხოვთ, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.
მაშინ აქვს ფასი უძღები შვილის იგავის მოსმენას,
ფიქრს ამ თემაზე,
მერე ზიარებას.
ეს უძღები შვილი ჩემი გონებაა,
რომელიც ჩემი შინაგანი სამყაროდან გაიქცა
და მე თუ დღეს არ მოვინდომე, რომ სიტუაცია შევცვალო ჩემში, მაშინ ფარისეველი გამოვდივარ“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 28.02.2020
კომენტარები