გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ას გიორგი გახარია სტუმრობდა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სტუმრობდა.

-„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ჩვენ­თან, ეპარქიაში სტუ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია, და­ვით ბაქ­რა­ძე, გიორგი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, სა­ლო­მე ზურაბიშვილი, არ­ც ერთ მათ­განს უარი არ უთ­ქვამს ყა­ვა­ზე და ჩა­ი­ზე ჩვენს მო­პა­ტი­ჟე­ბა­ზე. ასევე იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ ქარ­თლის ყუ­რძნის და ღვი­ნის ჯი­შებ­ზე.

პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი, მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პოპულარული თემაა. ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე თუ მქონდა შეკითხვები ქვეყ­ნის ყო­ფილ პირ­ველ პირთან, მგო­ნი, ეს სრუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან მაინტერესებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვა“, – გა­ნა­ცხა­და გორისა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა მიტროპოლიტმა ან­დრი­ამ.

კომენტარები