გორში, მამამ ავტომანქანით 2 წლამდე შვილს გადაუარა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ზემო სობისში უბედური შემთხვევა მოხდა. მამამ ავტომობილის საბურავით მცირეწლოვან შვილს გადაუარა.
ბავშვი 2 წლის ასაკამდე იყო.
შემთხვევა დღეს, ნაშუადღევს მოხდა.
ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პატარა უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები