„გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანაზე კუჭავა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა“

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა, შეხვედრა 8 ნოემბერს შედგა.

-„გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო, ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა, ნებისმიერ კლინიკაც, მთავარია, ციხეში მას რამე არ დამართნოდა. რა მოხდა რეალურად? მან თქვა, რომ მე ეს გავლენა არ მაქვს, ალბათ გაჭირდება ორგანიზებაო. ჩვენ როცაგვხდებოდა, თურმე, ამ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა, ორ საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. შეხვედრა ოპოზიციურ კოალიციასთან შეთანხმებით შედგა, იზანი კრიზისის თავიდან აცილება იყო, მე ასე მგონია,  საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება კუჭავას”,– განაცხადა „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გუშინ, 15 ნოემბერს განაცხადა, – ოპოზიციური პარტიები სთავაზობდნენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაეყვანათ, მაგრამ არ დაასახელა, ეს შეთავაზება ვისგან მიიღო.

კომენტარები