გორში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს – ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გორში, ამწუხელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა, მის დახმარებას ადგილობრივები ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები