გორში მოსწავლემ ლექსო სურამელმა რობოტი შექმნა

გორის მე – 6 სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ ლექსო სურამელმა რობოტი შექმნა

“ეს არის რობოტი მანქანა, რომელიც მოძრაობს შავ ხაზზე. ტრაექტორიას ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ. როდესაც დახვდება წინაღობა გვერდი უნდა   აუაროს და ისევ უნდა იპოვოს შავი ხაზი, რომელზეც გააგრძელებს მოძრაობას. ზუსტად ასეთ რობოტებს ამაზონის ქარხანაში იყენებენ.

ბავშვობიდან მაინტერესებდა გამოგონებები, რობოტები.  ტრენინგ კურსი გავიარე, რომელსაც ერქვა შექმენი “შენი პირველი რობოტი”. კვირაში ერთი გაკვეთილი მიტარდებოდა, ვსწავლობდი ყველაფერს ეტაპობრივად, დავიწყეთ ფიზიკის სწავლა. მერე  გადავედით  პროგრამირებაზე, სხვადასხვა სენსორებზე, მათ მართვაზე და გამოვიდა რობოტი. სრულყოფილი სახე რობოტმა ამ კურსების შემდეგ მიიღო, ეს   იყო ფინალური დავალება.

დამოუკიდებლად ავაწყვე რადარი. იდეები ბევრი მაქვს, მაგრამ ამისთვის დრო და გამოცდილება მჭირდება, ამ კუთხით გავაგრძელებ   მუშაობას”. – განაცხადა ლექსომ.

 

კომენტარები