გორში მცხოვრები ეთერ მეტივიშვილი ოპერაციის შემდგომ გარდაიცვალა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, 26 წლის ეთერ მეტივიშვილი გარდაიცვალა.

გორში მცხოვრები ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.

ისინი აცხადებენ, ნაღვლის სადინარის ოპერაცია რიგი დარღვევებით ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

-„რომ არა ექიმების გულგიროლობა, პაციენტი ცოცხალი იქნებოდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონდა.

18-ში ჩაუტარდა ნაღვლის სადინარის ოპერაცია, კენჭი ჰქონდა. ოპერაციის დსრულების შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა, კიდევ ერთი ოპერაცია 20 რიცხვში ჩაუტარეს.  გვითხრეს, თქვენი შვილის მდგომარეობა ურთულესიაო. ოპერაციის დროს ორჯერ გაუჩრედა გული. ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა.  26-ში გვითხრეს, რომ დაიღუპა. მანამდე, როდესაც ჩემი შვილი ვნახე, უკვე გვამის ნიშნები ჰქონდა. ვფიქრობ, იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს. ექიმებმა დაუშვეს შეცდომა და გამწვავდა ჩემი შვილის მდგომარეობა. ვითხოვ ექიმების დასჯას და მათთვის უფლებამოსილების შეჩერებას, სხვა ოჯახებიც რომ არ გამწარდნენ”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ, გიული მეტივიშვილმა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან და დადგინდება სიკვდილის მიზეზი.

მიმდინარეობს გამოძიება.

გორში მცხოვრები 26 წლის ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაუ

კომენტარები