გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა

გორის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ავრცელებს:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე აშენდა. პროექტის ღირებულება 430 945 ლარია.

შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე ადგილი.

ამჟამად სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. ეს   თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები.

ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა“.

 

კომენტარები