გორში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას

ჯანდაცვის რეგიონული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

4 სექტემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ. აქცია წმინდაწყალზე, მე-5 საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება.
უფასო გასინჯვები 11.00 საათიდან დაიწყება და საღამოს 18.00 საათამდე გასტანს. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

აქციის ფარგლებში დახმარებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი გასწევენ:

თერაპევტი;
ოფთალმოლოგი;
ნევროლოგი;
ქირურგი;
ანგიოქირურგი;
კარდიოლოგი;
ენდოკრინოლოგი;
გინეკოლოგი;
უროლოგი;
ტრავმატოლოგი;
ექოსკოპისტი.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასოდ გაიცემა მედიკამენტები.

კომენტარები