გოჩა სვანიზე – „ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ, საქართველოსა და რუსეთის ჩაშლილი სარაგბო მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოდ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ვერ დარჩება მატჩის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე. საქართველოს ნაკრები ვერ დარჩება მატჩის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე. ჩვენ ვეძებთ ძალიან ინტენსიურად უკვე ახალ მეტოქეს. თუ ვინ იქნება მეტოქე, ამას მაშინვე გაიგებთ. საქართველოში, ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოდ ჩატარდება. არ მინდა მე რუსების მოქმედების ანალიზი გაავკეთო. პატივს ვცემთ ჩვენ ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს გადაწყვეტილება უკვე მათი პრობლემაა, მაგრამ გახდა ჩვენიც, იმიტომ რომ მეტოქე მოსაძებნი გვყავს“.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო. რუსულმა მხარემ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მომიზეზებით საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

კომენტარები