„გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდაა, სახლშია“ – გია ბარამიძე

„ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, რატომ არ ჩანს მედიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე? ვაშაძის მიერ გავრცელებულმა ორმა განცხადებამ, დიდი გაუგებრობა გამოიწვია „გაერთიანებული ოპოზიციის„ წარმომადგენელბშიც კი. თავად კი არსად გამოჩენილა.

პარტიის წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ პასუხად განაცხადა:

-„გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის. სახლშია. ბოლო დღეებში სულ იყო აქციებზე“,- განაცხადა გია ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. 

მოგვიანებით, გავრცელდა ვაშაძის მორიგი განცხადება, რომელშიც პირველი განცხადების შინაარსი განმარტა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

განცხადებას უცვლელად გთავზობთ:

„სპეციალურად მათთვის, ვინც კითხვა არ იცის:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და პარლამენტში არ შევდივართ

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროტესტი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამ,“- წერს გრიგოლ ვაშაძე.

 

 

კომენტარები