გრიგოლ ვაშაძე – ხმა მიეცით კახა გეწაძეს, ორი მოწვევის პარლამენტის წევრს, დაუკარით ტაში, ნუ გრცხვენიათ

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ზესტაფონის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გეწაძე წარუდგინა. მან მოუწოდა შეკრებილებს, ხმა მისცენ ორი მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გეწაძეს.

​„ნორმალური პარლამენტი და მთავრობა რომ გვყავდეს, უნდა გვყავდეს ნორმალური ხალხი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ, გთხოვთ ზესტაფონს, ბაღდათს, ტყიბულს, თერჯოლას, ხმა მიეცით კახა გეწაძეს, ორი მოწვევის პარლამენტის წევრს. დაუკარით ტაში, ნუ გრცხვენიათ. ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვნელს, მაშინ როდესაც ეს ფედერაცია ზონდერების დაჯგუფება კი არ იყო, საქართველოსთვის ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოჰქონდა; ექიმი, რომელიც ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობით იქნება დაკავებული უპირველეს ყოვლისა.

ხმა მიეცით ნამდვილ ზესტაფონელს, ნამდვილ ქართველს, ნამდვილ იმერელს; ხმა მიეცით იმისათვის, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ იქ. ახლა მინდა, ჩემი და თქვენი მეგობარი, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მომავალი მაჟორიტარი წარგიდგინოთ – ბატონი კახა გეწაძე. გაუმარჯოს ჩვენს კანდიდატებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები