გრიშა ონიანი გიორგი ბარამიძეს: იყუჩე ბალღო! დაუშვი ხელები!

 – „გია, წლების განმავლობაში შენზე ცუდი არ დამიწერია და არც წარმომითქვამს სვანური სიბრძნიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, მაგრამ TV-პირველის ეკრანზე შენმა გუშინდელმაპატრიოტიზმმადახალხის სიყვარულითგაჟღერებულმა ჟღარუნა სიტყვებმა სულით ხორცამდე შემძრა და კალამი ხელში ამაღებინა.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბათუმში გამართულ ნაციონალური მოძრაობის გუშინწინდელ აქციას, რა თქმა უნდა, არ ვიწონებ და არც ვუერთდები, მაგრამ აჭარელ მოსახლეობას ამ დიდი თავყრილობისთვის და მხარდაჭერისთვის არ ვაკრიტიკებ, რადგან ეს მხარდაჭერა ეკუთვნის დიდ აღმშენებლობას, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ისე მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ერთეულების მიერ ჩადენილი დანაშაული არ ჩაითვლება ეროვნულ უბედურებად. პიროვნული დანაშაული კი შენ რომ გაქვს ჩადენილი, შენი უშუალო ბრძანებით, კაცობრიობის მიმართ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს.

ერთპიროვნული ბრძანებით, სახელმწიფოს სახელით, როდესაც ავიაციითა და არტილერიით ანადგურებ მშვიდობიანი მოსახლეობის უდანაშაულო ადამიანებს, ეს დანაშაული ერთეულების სიკვდილით არ აღირიცხება. ეს სტატისტიკის სფერო არ არის. ეს კაცთმოძულეობაა და უტოლდება ჰიროსიმის და ნაგასაკის ტრაგიკულ მოვლენებს.

ამის ჩამდენ და ბრძანების გამცემ კაცს ტელევიზიით არ უნდა გქონდეს ბრძოლისაკენ მოწოდების მორალური უფლება არც იარაღითა და არც უიარაღოდ. ასეთი კაცი პირველივე შესაძლებლობისთანავე ხელში აიღებს იარაღს და კვლავ გასცემს იმის ბრძანებას და გაიმეოროებს იმას, რაც მან ჩაიდინა წარსულში.

იყუჩე, ბალღო!
დაუშვი ხელები!“ 

 

 

 – წერს გრიშა ონიანი

 

 

კომენტარები