გუბაზ სანიკიძე – „შეიძლება, ვიღაც შევიდეს – ისე არ აღმოჩნდეს, სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე“

-„მე იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი, ვთქვი ერთი წინადადება: – „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ ისე არ აღმოჩნდეს, –  სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე, – მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ, – არ შევალთო, ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩნდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ.

შეიძლება, ვიღაც შევიდეს, მაგრამ შეიძლება არ ნიშნავს, – აუცილებლად შევა. მე უფრო მგონია, – „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდუალურად და არა პარტიებზე. ინდივიდუალურად მუშაობს, შეათრიოს პარლამენტში, მაგრამ მგონია, არ გამოუვა იმიტომ, რომ ახლა ასე „შტრეიკბრეხერობა“ ნებისმიერი ადამიანისგან, ეს იქნება შტრეიკბრეხერობა და ის თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს, მაგრამ ერთი სათუო ამბავი არის – ყველას აქვს სურვილი პოლიტიკური კარიერისთვის? ზოგი სხვა მოტივაციით არის, მაგალითად იყოს დაცული, გარანტირებული, ჰქონდეს იმუნიტეტი, ხელფასი, ოჯახის წევრებმა დაინახონ ტელევიზორში და მიესალმოს შვილებს, შვილიშვილებს. გამოტენილია ქართული პოლიტიკა არაპროფესიონალი პოლიტიკოსებით.

არ გამოვრიცხავ, რომელიმე პარტია შევიდეს პარლამენტში, ვარაუდს გამოვთქვამ, – „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეყვანის მიზნით მოლაპარაკებებს უფრო მეტად კონკრეტულ ინდივიდებთან აწარმოებდეს და არა პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია.

შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%; „ევროპული საქართველო“ – 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „ნაციონალუმა მოძრაობამ“.

კომენტარები