გუგული მაღრაძე: „18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ, თუ გვერდით უფროსი არ უზის, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს“

-„ავარიას ხშრად ახდენს ადამიანი, რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოს, თუ გვერდით უზის უფროსი. ვთვლი,  შესაძლოა, კანონში ჩვადოთ, რომ  18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ, თუ გვერდით უფროსი არ უზის, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს. სტატისტიკა უნდა ვნახოთ. თუკი გამოჩნდება, ავარიები მოდის, მაგალითად, – 19 წლიდან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა ვიფიქროთ. თუ უფროსი უზის, კი ბატონო ატაროს, თუ არადა, შესაძლოა, ვთქვათ, 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის ტარების უფლება. დამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხელი კანონმა აკრძალვებით უნდა შეუწყოოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.
კომენტარები