გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

გუდაურში მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) დადამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს,ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელსდაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ.შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

გუდაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ახლა მართვით სუნთქვაზეა. ქირურგი დაჭრილის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს.

შემთხვევა ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივები არიან.

მოკლული მამაკაცი, 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.

თვითმხილველების განცხადებით,  სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

 

კომენტარები