გულბაათ რცხილაძე: დასავლეთი მოლდავეთის გაყოფას და გაქრობას უწყობს ხელს – რა დასკვნა კეთდება საქართველოსთვის?

 

 

მოლდავეთის რესპუბლიკას უკვე რეალურად დაემუქრა ტერიტორიული გაყოფა და შემდგომ, სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც. ეს პროცესი არ არის ძალადობრივი გზით დაგეგმილი, იგი ლამაზად შეიფუთება და გაფორმდება, მოლდაველი ხალხი მწარედ იქნება მოტყუებული. ამ ყველაფერს კი დასავლეთი უწყობს ხელს – ადგილობრივი პოლიტიკოსების ხელით.

მოლდავეთში 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი პრეზიდენტი, იგორ დოდონი და მის მიერ 2016 წელს ერთხელ უკვე დამარცხებული მაია სანდუ უპირისპირდებიან. სანდუ სოროსულ ლაბორატორიებშია „გამოზრდილი“, სოროსის ფონდის მოლდავურ ფილიალს ხელმძღვანელობდა კიდეც  და ქვეყანას ევროპულ ყაიდაზე აყვავებას ჰპირდება – რამდენად საფუძვლიანად და რამდენად დამაჯერებლად, ამას მოლდაველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ განსხვავებით 2016 წლისაგან, სანდუს შანსები უფრო რეალურია, სხვაობა მისი და დოდონის რეიტინგებს შორის ძალიან მცირეა, პირველი ტური სწორედ სანდუმ მოიგო მცირე სხვაობით – სანდუს 36% დოდონის 32%-ის წინააღმდეგ.

ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ დასავლეთმა ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაფერი იღონა და ბევრი ფული ჩადო სანდუსა და მთლიანობაში პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის გასაძლიერებლად, რათა მოლდავეთში არსებული ბალანსი პროდასავლურ და არაპროდასავლურ ძალებს შორის დარღვეულ იქნას და რესპუბლიკა ჩათრეულ იქნას ანტირუსულ ავანტიურებში, როგორც არაერთგზის და, ახლა უკვე საბოლოოდ, ჩაითრიეს უკრაინა და საქართველო. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს საფრთხეს მოლდავეთისთვის, რომლის აგრარული ეკონომიკა, სახელგანთქმული მეღვინეობა, რუსეთზე არის მთლიანად ორიენტირებული… მაგრამ საფრთხე მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს არ ატარებს.

რა ინტერესი აქვს დასავლეთს? – იგივე, რაც საქართველოსა და უკრაინაში განახორციელა, კერძოდ, ქვეყნის მოწყვეტა რუსული ორბიტიდან. კეთილი და პატიოსანი, დავუშვათ, რომ ეს მიზანი ძალზე „კეთილშობილურია“, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ რუსული ორბიტიდან ძალადობრივი მოწყვეტა ამა თუ იმ ქვეყნის დანაწევრებას, ტერიტორიული მთლიანობის რღვევას იწვევს: საქართველოს „კაპიტალურად“ ჩამოსცილდნენ აფხაზეთის და შიდა ქართლში ოსების თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, ხოლო უკრაინამ ყირიმი დაკარგა და ახლოსაა, რომ სამუდამოდ გამოემშვიდობოს დონბასის რეგიონსაც. სწორედ ასე მოუწევს მოლდავეთს – თავისი ინდუსტრიულად შედარებით უფრო განვითარებული ტერიტორიის, დნესტრისპირეთის (მდ. დნესტრის მარცხენა სანაპიროზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა) დაკარგვა. ტერიტორია, რომელსაც მოლდავეთის ცენტრალური ხელისუფლება 1992 წლიდან ვერ აკონტროლებს, საბოლოოდ ჩამოსცილდება მოლდავეთს.

საქმე ისაა, რომ ამ პროცესების ხელშესაწყობად უნდა დასავლეთს, გაამარჯვებინოს სოროსელ მაია სანდუს, ვინაიდან სანდუ ემხრობა მოლდავეთის რუმინეთიზაციას ანუ რუმინეთთან შეერთებას. საქმე ისაა, რომ რუმინელები და მოლდაველები პრაქტიკულად ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რუმინულსა და მოლდავურს შორის ძალიან მცირე სხვაობაა და მეზობელი რუმინეთის ხელშეწყობით, უკვე კარგა ხანია, მოლდავეთში მოცემულია რუმინეთთან შეერთების მოსურნეთა პოლიტიკური აქტივობები. თუმცა ბევრი მოლდაველი ეწინააღმდეგება ამ იდეას და თავს არ მიიჩნევს რუმინელად ან, შეიძლება, მიიჩნევს კიდეც, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება ურჩევნია. ასე თუ შევხედავთ საქმის ვითარებას, რუსეთსა და ბელარუსს შორის ან რუსეთსა და უკრაინას შორის ეთნიკური, ენობრივი და კულტურული სხვაობები მინიმალურია, მაგრამ არსებობს სამი სხვადასხვა სახელმწიფო. შესაბამისად, მოლდაველებს არ გააჩნიათ საფუძველი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გაერთიანდნენ რუმინეთთან. მით უმეტეს, რუმინეთი არ გახლავთ ევროკავშირის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო და ახალს ბევრს ვერაფერს შესთავაზებს მოლდაველებს თავის შემადგენლობაში.

მეტიც, სავარაუდოა, რომ მოლდაველების ცხოვრების დონე რუმინეთის შემადგენლობაში დაეცემა კიდეც. ეს მარტივი გასათვლელია, თუკი დავაკვირდებით გერმანიის გაერთიანებას, როდესაც ეს გაერთიანება რეალურად დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთის „ჩაყლაპვას“ წარმოადგენდა. მიუხედავად დასავლეთ გერმანიის – ფედერაციული რესპუბლიკის უზარმაზარი ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობებისა, აღმოსავლეთ გერმანიის ანუ ყოფილი გდრ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე დიდი ხნის მანძილზე, უკმაყოფილო დარჩა გაერთიანების შედეგებით. აღმოსავლეთის გერმანელები ცხოვრების, შემოსავლების დონით წლების მანძილზე მკვეთრად ჩამორჩებოდნენ დასავლეთის გერმანელებს და ეს ჩამორჩენილობა გარკვეულწილად დღემდე ნარჩუნდება. ეკონომიკური მომენტის გარდა, აღმოსავლელმა გერმანელებმა ერთიან გერმანიაში თავი „მეორე სორტის მოქალაქეებად“ იგრძნეს. ამის შესახებ თავად გერმანიაში არაერთი კვლევა, სტატია და რეპორტაჟი მომზადებულა და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

და, ამ ფონზე, რას უნდა ელოდოს მოლდავეთი, თუკი მას რუმინეთი შეიერთებს, რომლის გერმანიასთან შედარებაც-კი არ შეიძლება?! ყოფილი პრემიერი და ახლა პრეზიდენტობის კანდიდატი, მაია სანდუ არ საუბობს რუმინეთთან მოლდავეთის მიერთების ფორსირებაზე, მაგრამ ირიბად მაინც ადასტურებს ასეთი გეგმების არსებობას. 2019 წელს მან განაცხადა:

„მოლდავეთის მოსახლეობის არსებითი ნაწილი, გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით 25% და მეტიც, მხარს უჭერს რუმინეთთან გაერთიანებას და ითხოვს კიდეც ამას. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ ქვეყნის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით“.

ეს განცხადება სანდუმ 2019 წლის ივლისში გააკეთა – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუმინეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა, აღნიშნა რა, რომ ასეთი გაერთიანება მოლდავეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს, ვინაიდან დნესტრისპირეთი და ქვეყნის სამხრეთში კომპაქტურად მცხოვრები, თურქული წარმოშობის, მაგრამ მართლმადიდებელი რწმენის გაგაუზები ამ ვარიანტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

მაგრამ, როგორც ჩანს, სოროსული ლობი მოლდავეთში და ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩი ჰოგანი ამას დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ – მთავარია, რომ ვითარება დაიძაბოს და, არეულობის შემთხვევაში, ყველაფერი რუსეთს დაბრალდეს. მოლდავეთში აქტიურად მუშაობენ პარტიები, რომლებიც მოლდავეთის რუმინეთთან შეერთების მოთხოვნით გამოდიან. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტები წერს ამასთან დაკავშირებით: „მოლდავეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ლეგალურად  ფუნქციონირებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციას უჭერენ მხარს“.

რაც შეეხება რუსეთს და მის პოზიციას. რუსეთი, მიუხედავად მოლდავეთში მოქმედი პრორუმინული მასმედიის მიერ დანერგილი აზრისა, რომ სეპარატიზმს უჭერს მხარს, სინამდვილეში მოლდავეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებისთვის იღვწის. საქმე ისაა, რომ სლავური წარმოშობის მოლდაველებს – ასეთები კი განსაკუთრებით მრავლად ცხოვრობენ დნესტრისპირეთში, კატეგორიულად არ სურთ ე.წ. რომანიზაცია ანუ გარუმინელება, რუმინული სახელმწიფოს ნაწილად გადაქცევა. ამ შემთხვევაში ისინი თავიანთ სლავურ-მოლდავურ იდენტობას იცავენ. გადავხედოთ დნესტრისპირეთის ეთნიკურ შემადგენლობას: 2015 წლის აღწერის მონაცემებით, არაღიარებულ „დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში“ სულ 475 ათასი ადამიანი ცხოვრობს (აქედან 332 ათასი – ქალაქების მცხოვრებია), რა რაოდენობიდანაც ეთნიკური რუსების წილი შეადგენს 33,8%-ს, უკრაინელების – 26,6%-ს და საკუთრივ მოლდაველების – 33,1%-ს! აი სწორედ ეს ეთნოსები, მათ შორის ეთნიკური უკრაინელები და თვით მოლდაველები, რომლებიც წარმოადგენენ დნესტრისპირეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, ეწინააღმდეგებიან რუმინეთთან გაერთიანებას და დამოუკიდებელი მოლდავეთის შენარჩუნება სურთ. თავის დროზე დნესტრისპირეთი მოლდავეთს სწორედ რომანიზაციის შიშით გამოეყო და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. თვით ვითომ-სეპარატისტული რესპუბლიკის დასახელებაშია ჩადებული სიტყვა „მოლდოვა“ – დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა (Приднестровская Молдавская Республика – ПМР).

რუსეთი ყველა ამ ეთნოსის, მათ შორის, მოლდაველების ინტერესებს ითვალისწინებს და მოუწოდებს დასავლეთს, არ ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ჯერ კიდევ 2001 წელს რუსეთმა (პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, ალ. კოზაკის პირით) მოლდავეთს შესთავაზა დნესტრისპირეთის ფაქტობრივი რეინტეგრაცია ფედერალიზმის საფუძველზე – დნესტრისპირეთი აღიარებდა მოლდავეთის სუვერენიტეტს და არ ექნებოდა მოლდავეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლება, თუკი მოლდავეთი ნეიტრალურ სტატუსს გამოაცხადებდა და თავად არ იტყოდა უარს საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე ანუ რუმინეთთან შეერთებას არ დააპირებდა. განსხვავებით რუსეთისგან, დასავლეთს და მის მომსახურე მოლდავურ პერსონალს კი ქვეყნის არევა სურთ (2001 წელს სწორედ ამერიკელებმა და ევროპელებმა ათქმევინეს უარი კიშინიოვს კოზაკის გეგმაზე), ისინი უკვე ემზადებიან „ბელარუსული სცენარისათვის“ და, არჩევნებზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტ დოდონს დასდებენ ბრალს „გაყალბებაში“. იმედია, რომ ეს შესანიშნავი ხალხი, ქვეყანა, არ დაუშვებს ამას და სოროსელები იმაზე მეტ წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვიდრე ბელარუსიაში მიაღწიეს, ხოლო საქართველო ერთადერთ სწორ დასკვნას გააკეთებს – საჭიროა საკუთარი, სუვერენული ინტერესების დაყენება წინა პლანზე და ბევრი პრობლემა გაცილებით იოლად მოგვარდება, ვიდრე ახლა ჩანს.

 

გულბაათ რცხილაძე,

კიშინიოვიდან

 

Гулбаат Рцхиладзе: Запад поддерживает раздел и исчезновение Молдовы – какой вывод делается для Грузии?

 

 

Молдавской республике уже реально стал угрожать территориальный раздел и потом даже отмена государственности. Этот процесс вроде не запланирован силовым путем, он будет оформлен красиво, а молдавский народ – горько обманут. Всё это поддерживается Западом, руками местных политиков.

15 ноября в Молдавии уже намечен второй тур выборов, где друг другу противостоят нынешний президент Игорь Додон и побежденная им уже однажды в 2016 году Майя Санду. Санду “взращена” в соросовских лабораториях, она успела поруководить и молдавским филиалом фонда Сороса и обещает стране процветание на европейский лад – насколько обоснованно и убедительно, решит молдавский избиратель, хотя тут же надо отметить, что в отличие от 2016 года, шансы Санду гораздо выше, разрыв в рейтингах между нею и Додоном очень небольшой, она даже выиграла первый тур с небольшим перевесом – 36% Санду против 32% Додона.

Это произошло постольку, поскольку за последние четыре года Запад всё сделал и вложил большие деньги в Санду и усиление прозападного политического спектра в целом с тем, чтобы в Молдове был нарушен существующий баланс между прозападными и не-прозападными силами и республика была втянута в антироссийские авантюры, как неоднократно, как сейчас уже окончательно втянули Украину и Грузию. Это уже само по себе означает опасность для Молдавии, чья аграрная экономика, знаменитое виноделие, полностью ориентированы на Россию, однако опасность носит не только экономический характер.

Какой интерес движет Западом? – Тот же, что и в случае с Грузией и Украиной, когда был осуществлен отрыв страны от российской орбиты. Ладно, ну и пусть. Допустим, что эта цель Запада очень “благороднoй”, однако мы ведь уже знаем, что насильственный отрыв от российской орбиты за собой влечет расчленение той или иной страны, разрушение ее территориальной целостности: от Грузии “капитально” отделились самообъявленные республики Абхазия и Южная Осетия, Украина же потеряла Крым и близка к потере Донбасса. Так же будет и с Молдавией, которая рискует потерять свою относительно развитую индустриальную территорию в Приднестровье (самообъявленную на левом берегу реки Днестр республику). Территория, которую еще с 1992 года не контролирует центральная власть Молдавии, окончательно будет отделена от нее.

Дело в том, что для поддержания этих процессов Запад хочет победы соросовки Майи Санду, так как Санду поддерживает румынизацию, то есть присоединение Молдавии к Румынии. Дело в том, что румыны и молдоване говорят на почти одном языке, между румынским и молдавским языками очень мало различий и при поддержке соседней Румынии в Молдавии активны политические силы, стремящиеся к объединению с Румынией. Но много молдован против этой идеи и не считает себя румынами или если даже считает, предпочитает жить в независимом молдавском государстве. Если так и смотреть на все аналогичные примеры, то этнические, языковые и культурные различия между Россией и Белоруссией или между Россией и Украиной минимальны, но есть три разные государства. Соответственно у молдован нет оснований объединаться с Румынией во что бы то ни стало, тем более что Румыния не самое развитое государство Евросоюза и не может предложить ничего нового молдованам в своем составе.

 

Более того, можно предположить, что уровень жизни молдован в составе румынского государства только снизится. Рассчитать это довольно легко, если возьмем к примеру объединение Германии, которое реально собой представляло “поглощение” Западной Германией восточной ее части. Несмотря на колоссальные финансово-экономические возможности ФРГ, большая часть населения ГДР в течение очень длительного времени оставалась недовольной итогами объединения. Уровнем своих доходов и жизни восточные немцы заметно отставали от западных немцев и эта отсталость отчасти сохраняется по сей день. Восточные немцы в составе объединенной Германии почувствовали себя как “граждане второго сорта”. На эту тему проведено немало исследований, написано множество статей, подготовлено репортажей и это общеизвестно.

И чего ожидать Молдавии на этом фоне, если ее присоединит к себе Румыния, которую с Германией даже сравнить-то нельзя?! Бывший премьер-министр, а ныне кандидат в президенты Майя Санду не говорит о форсированном присоединении Молдавии к Румынии, однако косвенно все-же подтверждает наличие такого плана. В 2019 году она заявила:

“Существенная часть населения Молдавии, согласно опросам примерно 25% и более поддерживает объединение с Румынией и даже требует этого. Но мы понимаем, что решение на этот счет должны принать не политические партии, а население страны через референдум”.

Это заявление Санду сделала в июле 2019 года – после того, как президент Игорь Додон исключил возможность присоединения своей страны к Румынии, отметив что такое объединение в Молдавии вызовет гражданскую войну, так как Приднестровье и компактно проживающие на юге страны гагаузы – православный народ тюркского происхождения,  выступают категорически против такого варианта. Соросовское лобби в Молдавии и посол США в этой стране Хоган, по всей видимости, это не считают большой проблемой – главное нагнетать обстановку и в случае беспорядков, всю вину переложить на Россию. Внутри Молдавии активно работают партии, которые выступают с требованием присоединения Молдавии к Румынии. Как пишет один из местных журналистов, Молдавия – “единственное государство на планете, в котором есть легально действующие политические силы, призывающие к ликвидации собственной страны”.

Что касается России и ее позиции. Несмотря на внедряемую в Молдавию прорумынскими сми мысль, что Россия поддерживает сепаратизм, на самом деле стремится к сохранению суверенитета и территориальной целостности Молдавии. Дело в том, что молдоване славянского происхождения – а таких особенно много в Приднестровии, категорически не хотят романизации, превращения в часть румынского государства. В данном случае они борются за сохранение своей славянско-молдавской идентичности. Взглянем на этнический состав Приднестровья: Согласно описи 2015 года в непризнанной ПМР всего проживает 475 тыс человек (из них 332 тыс – городские жители), из числа которых доля этнических русских составляет 33,8%, украинцев – 26,6% и собственно молдован – 33,1%! Вот эти этносы, в том числе украинцы и собственно молдоване, представляющие основную часть населения Приднестровья, и противодействуют объединению с Румынией и желают сохранения независимой Молдавии. В свое время Приднестровье отделилось от Молдавии именно из-за страха перед романизацией и этот фактор надо учесть обязательно. В самом названии якобы сепаратистской республики ПМР заложено слово “Молдавия” – Приднестровская Молдавская Республика.

Россия учитывает интересы всех этих этносов, в том числе молдован и призывает Запад не вмешиваться во внутренние дела суверенного государства. Еще в 2001 году Россия устами специального представителя Президента Путина – Д. Козака предложила Молдавии фактическую реинтеграцию Приднестровья на основе федерализма – ПМР признавала бы суверенитет Молдавии и она не имела бы права выходить из состава единого молдавского государства, если Молдавия объявила бы нейтральный статус и сама не отказалась от собственной государственности, тобишь не захотела бы войти в состав Румынии. Но в отличие от России Запад и его местный обслуживающий персонал хотят дестабилизировать страну (в 2001 году именно американцы и европейцы заставили Кишинев отказаться от Плана Козака). Они уже готовятся к “белорусскому сценарию” и, в случае неудачи на выборах, обвинят президента Додона в “фальсификации”.

Будем надеяться, что эта прекрасная страна, этот прекрасный народ не допустит такого развития событий и соросовцы не добются большего успеха, чем в Белоруссии, а Грузия сделает единственно правильный вывод – на передний план нужно ставить собственные, суверенные интересы и много проблем урегулируется гораздо легче, чем это выглядит сейчас.

 

Гулбаат Рцхиладзе – из Кишинева

კომენტარები