გულბაათ რცხილაძე: თქვენ იმდენს მიაღწევთ, რომ სომხებს და აზერებს გააერთიანებთ ჩვენს წინააღმდეგ

– “მარნეულელ ჩაბანს უკეთ ესმის თავისი ოჯახის და თავისი თემის სასიცოცხლო ინტერესები, ვიდრე მთელ დანარჩენ საზოგადოებას. ამიტომაც გამოვიდნენ ქუჩებში (თქვენს მაგივრადაც გამოვიდნენ!) და შეატორტმანეს თავზე გადა*მული სოროსისტული (და არა ქართული!) ხელისუფლება. თქვენ ეს ყველაფერი ეროვნულ პრობლემატიკაში გადაგაქვთ – მისდექით და ეროვნული ნიშნით, ფაქტობრივად, ლანძღავთ. კიტრზე და მწვანილზე დასცინით ხალხს, ვისაც შრომა შეუძლია და არ ეზარება, მიწა დაამუშაოს და ჯანსაღი პროდუქტი მოგაწოდოთ. ამას ზოგი ისეთი ტიპაჟიც აკეთებს, ვინც კომუნისტობას იბრალებს (!)… ვერაფერი გვასწავლა ვერც 1989-91, ვერც შემდგომმა წლებმა. აწი ვერც ვერაფერს ვისწავლით, როგორც ჩანს, ეს ჩვენი ბოლო გაფართხალებაა. :დ
თქვენ იმდენს მიაღწევთ, რომ სომხებს და აზერებს გააერთიანებთ ჩვენს წინააღმდეგ, ამას მარტო ქართველი მოახერხებს მსოფლიოში, დაიმახსოვრეთ. :დ აი სომეხმა მიშამ იმდენი მოახერხა, რომ ბორჩალელებს შორის თავისიანად აღიქვამენ, დაჟე ბაქოშიც… ” – წერს გულბაათ რცხილაძე

კომენტარები