„გულისამრევია. ყველაფერს იყვირებს, რაც მისი 10 წლის წინა დროში ჩარჩენილი ჩლუნგი ინსტიქტით პოპულარობას მოუტანს“.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილიფეისბუქისპირად გვერდზე გამოეხმაურა:  „გულისამრევია. ყველაფერს იყვირებს, რაც მისი 10 წლის წინა დროში ჩარჩენილი ჩლუნგი ინსტიქტით პოპულარობას მოუტანს“.

საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფილმის, And Then We Danced-ის  შესახებ განაცხადა

საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას.

არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში. მოდი და ნურავის ნუ ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავის შეხედულება

 რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის სრულიად ინსპირირებული, მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა? საკმაოდ ნიჭიერი თუ თუნდაც უნიჭო ფილმების გარჩევა? საქართველოში რა გეფილმებათ, მეგობრებო? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში.

ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, რა პრობლემაა. ჯერ ერთი მშვენივრად უკეთებენ რეკლამას ფილმს, ამ ფილმზე გაიგებდა 3%, ახლა ამაზე გაიგო 90%-მა, მშვენიერი რეკლამა გაუკეთეს, თავის თავსაც გაუკეთეს რეკლამა, ამ ფილმსაც გაუკეთეს რეკლამა და რაც მთავარია, მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი“.

 

კომენტარები