გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა

გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი მამაკაცი. სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
„კურიერის” ინფორმაციით, მკვლელმა ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა. შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
მიმდინარეობს ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები