გურამ ნიკოლაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს მათ დიდი დიქტატორი, უზურპატორი უწოდეს – მოდელი, თუ როგორია დიქტატორი, მათ ნანახი ჰქონდათ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროს“ – გურამ ნიკოლაშვილი

-„დღეს საზოგადოება გაიზარდა იმ დონემდე, რომ მას აღარ ემუქრება საფრთხე, ვიღაც ისევ მოაჯდეს თავზე ნელ-ნელა, მცოცავი ოკუპაციით, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა მოიგო 3 არჩევნები, გავიდა პოლიტიკიდან, თქვა, -დღეს საზოგადოება გაიზარდა იმ დონემდე, რომ მას აღარ ემუქრება საფრთხე, ვიღაც ისევ მოაჯდეს თავზე ნელ-ნელა, მცოცავი ოკუპაციით, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ძალიან ადვილია იმის გახსენება, როგორ გახდა ის პრეზიდენტი, რა ტალღით, როგორ დაწიყო კონსტიტუციური ცვლილება, შიდა ბალანსი და დაიქვემდებარა ყველაფერი. „ეს აქ ვეღარ მოხდება“ – თქვა ბიძინა ივანიშვილმა და ისე წავიდა,  ოპოზიციამ, რომელიც მთელი 8-9 წლის განმავლობაში მას ებრძოდა, კიდევ ვერ გაიცნო ის.

მთელი ამ წლების განმავლობაში მქონდა განცდა და ეს პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის სახით მიხეილ სააკაშვილის ფანტომს ებრძოდა. ბიძინა ივანიშვილს მათ დიდი დიქტატორი, უზურპატორი უწოდეს, თუმცა მოდელი, თუ როგორია დიქტატორი და უზურპატორი, მათ ჰქონდათ ნანახი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროს“, – განაცხადა  ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა, ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.

კომენტარები