გურამ საღარაძე: ბოლო წლებში ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით შობის ღამეს კვლავაც ფანჯარასთან ანთებული სანთლით შევეგებოთ!

  ძვირფასო თანამემამულენო, მაქვს პატივი საქართველოს აქტიურ პენსიონერთა საერთაშორისო ალიანს „არიერგარდის“ სახელით მოგილოცოთ ყველა ქრისტიანისთვის ყველაზე ძვირფასი დღე – ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული! 

 – მძიმე დრო დაგვიდგა, მაგრამ უთუოდ დაიძლევა ყველა სირთულე ქრისტეს მადლით და შემწეობით. გვწამდეს, რომ ურთიერთ სიყვარულით ერთად დგომით, დედაეკლესიის წიაღში დაბრუნებით მოვა ხსნა, გაივლის განსაცდელი, განახლდება ცხოვრება. მუდამ უნდა გვქონდეს განცდა, რომ უფალი ჩვენთანაა. ბოლო წლებში ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით შობის ღამეს კვლავაც ფანჯარასთან ანთებული სანთლით შევეგებოთ ამქვეყნად კაცობრიობის მაცხოვარის მოვლინების ღირსეულ დღესასწაულს. „დიდება ყოვლის შემოქმედს! დიდება მისა მცნებასა!.. დიდება ქვეყნად მაცხოვრის ხორციელ მოვლინებასა!..“ მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს თითოეული ჩვენგანის ოჯახისა და დედა-საქართვეოსთვის. შევევედროთ მაცხოვარს გააერთიანოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

გურამ საღარაძე, აქტიურ პენსიონერთა საერთაშორისო ალიანს ”არიერგარდის“ თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის სტიქაროსანი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.  06.01.2022

შეყვანა

You sent

❤
კომენტარები