გურამ ქართველიშვილი: ეს არჩევნები ბოლო იქნება ქართველი ხალხისთვის

– “აჰ არ შემიშინდეთ ისედაც შეშინებულებო, არა, ყველანი საღსალამათები ვიქნებით, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მომავალ არჩევნებზე ჩვენ ორ კინკილა და ტილიან საარჩევნო ქართულ ხმას აღარავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმდენი ირანელი, არაბი, თურქი, ჩინელი და ინდოელი ახალმოქალაქე ეყოლება ბიძინას უკვე ქვეყანაში შემოსახლებულ-დაბინავებული. აღარც თქვენ აღარაფერში დაჭირდებით ბიძოს ფეხის ტილო ინტელიგენტებო და აღარც თქვენ სინდის გარეცხილო პოლიტიკოსებო. არქიფო დარჩება თავის ამომრჩეველთან ერთად თავისივე აშენებულ ,,სინგაპურში”. თქვენ კი მის მუქთაზე მყოფებო, პენსიონერ-ხელისჭუჭყო, ბიძოს ლაქიებო, პოლიციელებო, ჩინოვნიკებო, დღეს მმართველო ქოცნაცებო და ეროვნულ ნიღაბს ამოფარებულო ბიძოს დანიშნულო ,,ეროვნულებო” აღარავის დაჭირდებით. თქვენ ადგილს ის მოწესრიგებული და იდეოლოგიურად მომზადებული ეთნოსები დაიკავებენ რომელსაც ასე გულმოდგინედ გვისახლებთ ქვეყანაში” – წერს გურამ ქართველიშვილი.

კომენტარები