გურამ შარაძის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა

2007 წლის 20 მაისს, დღისით-მზისით, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე გასროლა გაისმა – ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მიმავალი მეცნიერი გურამ შარაძე უამრავი ადამიანის თვალწინ მოკლეს.
აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ბუნდოვანი ვერსიები ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული იყო. მკვლელობის დღეს, 20 მაისს, ღამით, გავრცელდა ცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერს მალევე გამოაქვეყნებდა, მაგრამ 21 მაისს ეს ჩანაწერი არ გავრცელებულა. დღის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არც მკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით გაკეთებულა. კომენტარები პოლიტიკოსებმა გააკეთეს. მათი ნაწილი გურამ შარაძის მკვლელობას შეკვეთილს და პოლიტიკურს უწოდებს.
დღეს 13 წელი გავიდა.
გთავაზობთ გურამ შარაძის მეგობრების და ცნობილი ადამიანების მოგონებებს რომლებიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა:
ბესიკ დუღაშვილი

“1991 წლის გაზაფხულზე გამაცნო მეგობარმა…
ღია ფერის საწვიმარი ეცვა, დინჯად, ნელა მოდიოდა, ხელში რაღაც ჩანთის თუ კეისისმსგავსი ეჭირა…
დანახვისთანავე გაუღიმა ჩემს მეგობარს, გამოესაუბრა…
…და გავიცანი..
დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი…
კვირაში 3-ჯერ თუ არა 2-ჯერ მაინც ვათვალიერ-ვკითხულობ მეთქი თქვენს ილიას..
ესიამოვნა…
მას შემდეგაც ხშირად შევხვედრივართ…
ამერიკაში მცხოვრები გალაშვილები აღმოჩნდნენ ჩვენი კვლავ შემაკავშირებლები…
ამერიკიდან არქივი ჩამოიტანა.
აეროპორტში დავხვდი..
ბევრი იყო ჩემს გარდა კიდევ..
მეორე სართულზე ავედით ყველა სასაუბროდ..
კითხვა-პასუხის რეჟიმს ელოდა, მაგრამ დუმდა ყველა და უხერხულობა რომ დამერღვია “ამჯერად რა ჩამოგვიტანეთ ბატონო გურამ, როგორ მოიარეთ შტატები”-მეთქი..
გამიღიმა და დიალოგიც აეწყო…
მაშინ გავიცანი რუსუდანიც…
ის ჩემი თანამედროვეობის ილია იყო (ნუ შემედავებით, ნუ ვიკამათებთ, მე ასე ვთვლი)
…ისიც სამშობლოს სიყვარულის გამო მოკლეს!!!
გურამ შარაძის საზოგადოება”

ზვიად კვაჭანტირაძე

“13 წელი გავიდა გურამ შარაძის საზარელი მკვლელობიდან. დღემდე გამოუძიებელია ვისი დაკვეთით მოკლეს იგი. ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად არ არსებობს პოლიტიკური ნება- ვერ გავაჩინეთ ასეთი ნება ხელისუფალში… ნათელში იყოს ამ ბობოქარი ქართველი პატრიოტის სული. ამაგდარი მეცნიერი და მკვლევარი, რომლის მემკვიდრეობა ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გურამ შარაძის რადიკალიზმი პოლიტიკაში ხანდახან იწვევდა გაუგებრობას. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა მეცნიერების და კვლევების ჩარჩოებს არ გასცდენოდა, რადგანაც ბევრ მტერს იჩენდა ირგვლივ. გურამი იყო შინაგანად ოპოზიციონერი. არასდროს არავისთვის გუნდრუკი არ უკმევია. მისი დანიშნულება პოლიტიკაში იყო ერთადერთი- ყველასთვის დაენახვებინა, თუ რა იყო ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესი, რაც ხშირად მოდიოდა წინააღმდეგობაში სახელისუფლებო ელიტის ინტერესებთან. იგი იყო პირში მთქმელი, ხშირად მწარედ მთქმელიც, შეუპოვარი, დაუჯდომელი, თავგანწირული ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი სიმწარე აგემეს, მაგრამ მაინც ვერ გააბოროტეს. სიცოცხლის უკანასკნელ მომენტამდე იგი იბრძოდა საქართველოსთვის.
მე ყოველთვის მიხაროდა, რომ ჩვენ წინაპრების ერთი სოფელი გვქონდა გურიაში. მე ვამაყობ იმით, რომ მისი ქალიშვილი რუსუდანი ჩემი გულითადი მეგობარია და რომ იგი არის გურამის ზეღირსეული შვილი!
მარადიული ნათელი არ მოკლებოდეს გურამ შარაძის სულს …
გურამ შარაძის საზოგადოება”

ირინა თურქია

“სიკეთით, სიყვარულით, ინტელექტით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით სავსე ოჯახი, რამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს თქვენთან, სულ მეხსომებით ლაშა, გიორგი, გურამი ”

არჩილ აროშიძე

“დღეს გურამ შარაძე მოკლეს და საქმე გამოუძიებელია, “პოლიტპატიმრები” თავისუფლები არიან! უფალი სამართლიანია და ყველა დავისჯებით, არა მარტო ჩვენ ჩვენი შთამომავლობა!”

ნინო ჩხაიძე

“დაახლოებით 1998_99 წლები იყო…ჩემი პირველი ინტერვიუ რომ შედგა გურამ შარაძესთან..ახალბედა ვიყავი და სახლში რომ ვთქვი, შარაძესთან ინტერვიუ მაქვს ხვალე მეთქი, მამაჩემი გადაირია_ კითხვები წამაკითხე ,სირცხვილი არა მაჭამოო ინტერვიუ საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა. კარებამდე გამომაცლია და მითხრა_იშვიათად დამწყებ ჟურნალისტებს ასე ვესაუბრო, საკმაოდ საინტერესო გოგო ხარო….და იმ დღეს მგონი 10 სმ მოვიმატე სიმაღლეში..😉 შემდეგ გამსახურდიას 60 წლისთავზე შევხვდი ოპერის თეატრში, მამასთად ერთად ვიყავი ..მამას ხელი ჩამოართვა, მე გადამკოცნა და სახლში რომ მივედით, მამა ხუმრობდა, შარაძეს ისე აკოცა იმ წითელი პომადით, ნახევარი ოპერა იმ პომადას აცლიდა ამხელა კაცსო…ასე დაიწყო ჩემი და ბატონი გურამის ურთიერთობა…მის მერე კიდევ ბევრი ინტერვიუ შედგა…პარლამენტში ხშირად ვხვდებოდი…რამე თუ მაინტერესებდა ყოველთვის მეხმარებოდა…მახსოვს, ერთხელ მასალა მქონდა იეღოველებზე,სოფელ ტყვიავში საპირფარეშოდან ჩვილი ბავშვის გვამი ამოიღეს. იმ ოჯახში იეღოველების მაღალი იერარქიის ხალხი იკრიბებოდა და ოჯახის ერთი წევრი უნდა ეკურთხებინათ კიდეც. იმ პერიოდში ბატონი გურამს და გულიკო გაბაიძეს უზენაეს სასამართლოში იეღოველების საწინააღმდეგოდ საქმე ჰქონდათ შეტანილი და გადამწყვეტ ფაზაში იყო. მასალა რომ დაიბეჭდა, იმ დილასვე დამირეკა რედაქციაში_იცი, ახლა შენ რა გააკეთე…ფრთხილად იყავიო და ოჯახის ვინაობა მთხოვა. საუბრის დამთავრება და იეღოველების შემოვარდნა ერთი იყო..კაი გაგრძელება მქონდა მათთან “ხანჯლაობის”….
….20 მაისს გურამ შარაძე მოგვიკლეს…აი, ხომ ყველამ ვიცით დამკვეთების და მკვლელების ვინაობა…ხომ ყველამ ვიცით რასაც შეეწირა ამ კაცის სიცოცხლე…ხომ ყველას გვპირდებოდით, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნებოდა…საქმე ” უთქვენოდაც” გახსნენს და გამზადებული დაგიდეს ხელის გულზე..! და მერე…?!
თქვენი აღდგენილი სამართლიანობა, რა ვთქვი….!”

ანრი ბიბინეიშვილი -ჯაყელი

“13 წლის წინ, 2007 წლის 20 მაისს მოკლეს გურამ შარაძე!

საქართველოს და მისი ენის, რწმენის, ხალხის სიყვარული იყო მიზეზი რის გამოც დაასრულეს კაცი, რომელიც საქართველოს სულ სჭირდებოდა!

მკვლელები? არ დასჯილან…

ნათელი მის ხსოვნას! ”

ირაკლი ანთაძე

“13 წლის წინ დღეის სწორს ქუჩაში მოკლეს ბატონი გურამ შარაძე რომ ქართველი ერი დაეშინებიათ ქართველთმოძულე ნაცებს. “ოცნებამ” ამ ნაძირლებთან კოხაბიტაცია გამოაცხადა და იმის მაგივრად რომ გაესამართლებინა მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარა. დღეს კი მკვლელების დაკრულზე ცეკვავს და გვიმტკიცებს რომ ჯალათების წინაშე დადებულ პირობებს ასრულება ყოფილა დემოკრატიის მორალის სტანდარტი.
ტაში მეგობრებო ტაში!!!!
ხომ გიხარიათ რომ ასეთი ხელისუფლება რომ გვყავას?”

კომენტარები