გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა

ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება, საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.

-„ქალს საეჭვო კლინიკური ნიშნები ჰქონდა, კვლევები ჩაუტარდა, დაუდასტურდა COVID-19. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს,” – განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.

სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

კომენტარები