გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგური აშენდება – „ბახვი1-ის“ მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი

ამერიკელი ინვესტორები გურიაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

-„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი. ეს არის „ბახვი1-ის“ მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში,  იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებით. ამ პროექტის ინიციატორი გახლდათ აშშ-ის ერთ-ერთ მსხვილი საინვესტიციო ფონდი – Cerberus Capitam Managment-ი, უფრო სწორედ, მისი აფილირებული კომპანია -Cerberus Frontier, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს ახორციელებს.

ეს კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებული უკვე მეხუთე პროექტი იქნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პანდემიის მიუხედავად, ამერიკელი ინვესტორები საქართველოში მუშაობას განაგრძობენ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

კომენტარები