გურჯაანში, ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, 12 წლის გოგონა თავის დასთან ერთად მოპედს მართავდა, მათ მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 12 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გოგონა სასულიერო პირის შვილია, რომელიც ამავე სოფელში მსახურობს.

მისი და კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება დედაქალაქში უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები