გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია სამი

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია სამი ადამიანი. ისინი გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრილების მდგომარეობა რთულია, ისინი ოპერაციას საჭიროებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

კომენტარები