გურჯაანში კორონავირუსის შემთხვევა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის ქალი გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მაღალი ტემპერატურით მოათავსეს. აღებულმა ნიმუშმა კი მას კორონავირუსი დაუდასტურა. ქალი კლინიკაში რჩება. იგეგმება სპეციალიზირებული რეანიმობილით მისი თბილისში გადაყვანა.

-„გურჯაანში კოვიდდადასტურებულ ქალთან ამ წუთებში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიემართება. ისინი მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ამ ეტაპზე კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, დაინფიცირების წყარო უცნობია. დღის ბოლოს კონტაქტების ნაწილი გამოიკვეთება, რომლებსაც PCR კვლევა ჩაუტარდებათ, პასუხები ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ დილით გახდება.

ეს ქალბატონი რესპირატორული სიმპტომებით მოხვდა საავადმყოფოში, ჩავუტარეთ PCR ტექსტი, რამაც ვირუსი დაადასტურა“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები