დააგემოვნეთ იაპონური კერძი – „ნატო“

„ნატო“ სოიოს ყველია. მას სოიოს მარცვლებისგან ამზადებენ, რომელთაც 6 საათის განმავლობაში ხარშავენ. მოხარშვის შემდეგ მასაში ბაქტერია „Bacillussubtilis“-ს ამატებენ და ერთი დღე-ღამით ტოვებენ. ამ პროცედურის შედეგად სოიო უხეში, წებოვანი და ლორწოვანი ხდება. მასას საკმაოდ უსიამოვნო სუნიც აქვს.
ამის მიუხედავად იაპონელები ამტკიცებენ, რომ „ნატო“ ძალზედ სასარგებლოა, ტრომბების წარმოქმნის რისკს ამცირებს და ოსტეოპოროზს კურნავს.

კომენტარები