დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს – მითია მოსაზრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

-„COVID-19-ის დაავადების გადატანის მიუხედავად ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისათვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

კოვიდგადატანილი ადამიანების აცრა რეკომენდებულია გამოჯანმრთელებიდან 4 თვეში. 

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

მითია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოვიდგაადატანილ ადამიანებს ვაქცინაცია აღარ სჭირდებათ“, – NCDC.

კომენტარები