დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნდება- თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა,

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

აღნიშნული საქონლის უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად მოხდება.

კარტოფილში კარტოფილის კიბოს დადასტურების გამო სარფის საბაჟოდან თურქეთში 23 450 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი გასული წლის ნოემბერშიც გააბრუნეს“.

კომენტარები