დაატოვებინეთ სამსახური ყველას, ვისაც არ უყვარს ცხოველი! – ტასო ლოსაბერიძე:

– „ცოტა ხნის წინ ბეთლემის ქუჩიდან, დიდი ცუგა მიყავდაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agencyს, იმიტომ რომ თურმე ვიღაც ქალი შეუშინებია ძაღლს. დაკბენაც არ მომხდარა, უბრალოდ რომ უყურებს ვიღაცა – ეშინია.
ამის გამო მივიდა სააგენტო და მიყავდა ძაღლი.
ხელმძღვანელი – თორნიკე კვანჭიანის ბრძანებით
მივიდა ეკიპაჟი, რომელშიც იჯდა – ლაშა წაქაძე და უნდოდათ ძაღლის წაყვანა. ტელეფონზე ველაპარაკე ამ დამჭერს და მივიღე ძალიან ცუდი პასუხი: თურმე მე არ მკითხავს სად რა ძაღლს დაიჭერს და ხელმძღვანელმა რაც დავალა იმას იზამს.
ეს უკანასკნელი რომ ზრდილობასთან ძააან ვერ მეგობრობს, კარგად დავინახე. მისი არაადამიანი ძაღლებისმოძულე ხელმძღვანელი ლომჯარიააბრაზნი – თორნიკე კვანჭიანი, ვახოს მოყვანილი როდემდე უნდა იყოს იქ საინტერესოა?
ბოდიში და აქ დებილი არავინ არ არის, წინა ხელმძრვანელობის მკვლელი კადრები თუ იქ დარჩა და ესე ბრძანებებით ძაღლები აყვანინეს, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას უბანში არ ევასება, რისგამო მოიხსნა ვახო?

საბოლოოდ ძაღლი არ წაიყვანეს, ადგილზეა და ვერც დააკარებენ თითს. მაგრამ მე არ მინდა ყველა ძაღლზე ბრძლოა იყოს საჭირო და გაწიე-გამატარე.

ამიტომ მივმართავ დირექტორის მოვალეობის შემსურლებელს, თბილისის მერია / Tbilisi City Hall და ყველას ვისაც ეხება!
დაატოვებინეთ სამსახური ყველას, ვისაც არ უყვარს ცხოველი და ნუ დაგვაბრმავებთ მარტო ერთი ადამიანის მოხსნით!
აქ დებილი არავინ არ ვართ!“ – წერს ცხოველთა უფლებების დამცველი ტასო ლოსაბერიძე

კომენტარები