დააჯარიმეს ქალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა
კანადაში, კვებეკის პროვინციაში კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო წყვილი დააჯარიმეს. ქალი ქმარს ძაღლის სატარებელი ჯაჭვით „ასეირნებდა“. 20:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს სახლთან ახლოს ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ.
ამის შესახებ BBC წერს.
მათ პოლიციელებს უთხრეს, -შინაური ცხოველებისთვის დაწესებულ წესს ემორჩილებოდნენ, სამართალდამცველებთან არ ითანამშრომლობდნენ. ქალ-ქმარს $1 212 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.