დაბა ურეკში ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოთხი დღით აიკრძალა
დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოთხი დღით აეკრძალა.
„ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით, გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი 4 დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები. დღეს, გვიან ღამით, წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება“, -აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.